„ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი მეტოქე 2025 წლის ტესტ-მატჩში სამხრეთ აფრიკა იქნება 

28 ნოემბერი 2024, 09:50 299 ნახვა

საქართველოს ნაკრები მომავალი წლის ივლისის ტესტებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება. „სეირაგბის“ინფორმაციით, მსოფლიოს თასის მფლობელი "ბოკე" "ბორჯღალოსნებს" 19 ივლისს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის მიღმა საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას მეორედ ეწვევა. პირველი მატჩი 2021 წელს ქეიფთაუნში გაიმართა და "ბოკემ" მაშინ 40:9 მოიგო.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ივლისის ტესტებზე ივლისში იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს. სავარაუდოდ, თბილისში უელსისა და ირლანდიის ნაკრებები ჩამოვლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში