ჰესბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა

19 ნოემბერი 2024, 12:40 191 ნახვა

ოთხი ადამიანი დაშავდა ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმის შედეგად  ისრაელის  ცენტრალურ ნაწილში.  ტერორისტული დაჯგუფების სამიზნე ქალაქი რამატ განი იყო, რომელიც თელ-ავივის გარეუბანში მდებარეობს.  ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა  ქალაქ შფარამში, როცა  რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ხუთი ჭურვი ისროლეს ლიბანიდან გასული ღამის განმავლობაში.

პარალელურად ლიბანი და ჰეზბოლა დათანხმდნენ აშშ-ს წინადადებაზე ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - განაცხადა როიტერსთან ლიბანელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც  საბრძოლო მოქმედებების დასრულების ძალისხმევას  ყველაზე სერიოზული მოვლენა  უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი