შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში

11 ნოემბერი 2024, 08:58 240 ნახვა

10 ადამიანი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა მექსიკის   კერეტაროს შტატის ერთ-ერთ  ბარში- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელმაც ბოლო დროს  ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მოიცვა. ინციდენტი მოხდა ქალაქის ცენტრში. 

ოთხი შეიარაღებული კაცი შეიჭრა დაწესებულებაში და უმისამართო  ცეცხლი გახსნა. დაიღუპა  შვიდი მამაკაცი და სამი ქალი,  იტყობინება შტატის გენერალური პროკურორი.

დაშავებულია კიდევ შვიდი.  როიტერი სათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც ასახულია  მომენტი, როცა შეიარაღებული პირები მანქანიდან გადმოვიდნენ და ბარში შეიჭრნენ, შემდგომ   დანაშაულის ადგილის დატოვების დროს  ცეცხლი გახსნეს. პოლიციას ამ დროისთვის  ერთი დაკავებული ჰყავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში