„ბორჯღალოსნები“ „ოლ-ბლექს XV“-თან 13:31 დამარცხდნენ 

11 ნოემბერი 2024, 08:01 178 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩების სერიის პირველი მატჩი „ოლ ბლექს XV“-თან ჩაატარა, რომელიც ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების უახლოესი რეზერვის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და 13:31 დამარცხდა.  „ბორჯღალოსნებმა“ თამაში სწრაფად დაიწყეს, მეტოქის ნახევარზე აქტიურად ითამაშეს და შედეგიც მიიღეს – მე-9 წუთზე ვანო კარკაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა მატკავამ ლელო ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.

ზელანდიელებმა საპასუხო შეტევაში ანგარიში გაათანაბრეს და ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა და პირველი ტაიმი „ოლ ბლექსმა“ 19:13 მოიგო.

ზელანდიელებმა მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებს“ კიდევ სამი ლელო გაუტანეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დაასრულეს. საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე კიდევ ორ მატჩს გამართავს – 17 ნოემბერს გენუაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 24-ში კი თბილისში ტონგას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი