ბათუმელმა კარატისტებმა ავსტრიის ღია საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

04 ნოემბერი 2024, 08:50 295 ნახვა

ავსტრიის ღია საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში აჭარის უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი თვალავაძე, ზურა მელაძე და სერგეი კარაპეტიანი.

დათუნა ჯინჭარაძე, გიორგი პატარაია და ანამარია მსხალაძე მეორე ადგილზე გავიდნენ. ლუკა შაინიძემ, მარია გასპარიანმა და  ქეთი მამალაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში