კენჭაძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

31 ოქტომბერი 2024, 10:01 197 ნახვა

ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი – ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ფინალში იჭიდავებენ. კენჭაძემ ნახევარფინალში რეიტინგის პირველი ნომერი ირანელი მოჰამად ნოკჰოდილარიმი 14:5 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დაუპირისპირდება.

მაისურაძემ ფინალში გასასვლელად იტალიელ მოჭიდავეს, ბენჟამინ ჰონისს 9:2 სძლია და ჩემპიონობისთვის ლეგენდარულ ფალავანს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება.

ბრინჯაოსთვის იჭიდავებს კიდევ ერთი ქართველი აკაკი ქემერტელიძე, რომელიც (მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი