საქართველომ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 4 მედალი მოიპოვა

23 ოქტომბერი 2024, 10:40 306 ნახვა
 
 

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). აბულაძემ ინდოელი მოჭიდავე 9:1 დაამარცხა, ჩხაიძემ კი აზერბაიჯანელ ალიევს ანალოგიური ანგარიშით მოუგო.

ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროს,1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს, რითაც გუნდურ ჩათვლაში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

დღეს,23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი