ხუთი ადამიანი დაიღუპა სიეტლის მახლობლად მდებარე სახლში სროლის შედეგად. ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 15 წლის ბიჭი.
დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი და ორი ზრდასრული, დაშავებულია სახლში მცხოვრები ერთი გოგონა. უცნობია დანაშაულის მოტივი და ასევე არიან თუ არა დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები.
სახლში მრავალჯერადი სროლის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.
დაკავებული ეჭვმიტანილი არასრულწლოვანთა დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.