კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

21 ოქტომბერი 2024, 13:50 244 ნახვა

რუსეთი  უკრაინის დედაქალაქ კიევზე ზედიზედ მეორე ღამე დრონებით  თავდასხმას ახორციელებს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის  საჰაერო თავდაცვამ  116 რუსული დრონიდან  59 ჩამოაგდო.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული  10-მდე დრონი განადგურებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა  დრონმა სამიზნეს  ვერ მიაღწია, ნამსხვრევების ვარდნის შედეგად  ერთი ადამიანი დაშავდა. მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები კიევში სამ ლოკაციაზე  ჩაცვივდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი