ბათუმში დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „ბათუმის თასი 2024“, რომელიც 2009 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ტარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობენ პორტუგალიის „სპორტინგი“, ესპანეთის „ლევანტე“, თურქეთის „ტრაბზონი“ და უკრაინის „შახტარი. საქართველო ტურნირზე ოთხი გუნდითაა წარმოდგენილი.
ბათუმის „დინამო“, თბილისის „დინამო“, აგრეთვე ქუთაისისა და რუხის ფეხბურთის ფედერაციების აკადემიის გუნდები. შეჯიბრება ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. აქვე გეტყვით, რომ ტურნირს ევროპული გრანდების სკაუტები ესწრებიან, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს დააკვირდებიან.