ისრაელის საჰაერო იერიშმა ლიბანის სამხრეთში ქალაქის მერი იმსხვერპლა

16 ოქტომბერი 2024, 13:56 94 ნახვა

ხუთი ადამიანი დაიღუპა ლიბანის ქალაქ ნაბათიეს მუნიციპალურ შენობაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად - ინფორმაციას   ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულთა შორის ქალაქის მერი აჰმად კადიჰიცაა.  

ისრაელმა  დარტყმა მიიტანა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზეც. აშშ-მა განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგება ისრაელის თავდასხმებს  ლიბანის დედაქალაქზე მსხვერპლთა რიცხვის ზრდისა და რეგიონული ესკალაციის საფრთხის გამო. ისრაელის სამხედროებმა ბოლო კვირებში განახორციელეს დარტყმები ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის თავდასხმებმა ლიბანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ათას 350 ადამიანი იმსხვერპლა.

ისრაელის მხრიდან იმავე პერიოდში დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში