ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

12 ოქტომბერი 2024, 12:57 241 ნახვა

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უსინათლო ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს ყაზახეთმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ყველა მოძრაობის შედეგად, თორმეტი მედალი მოიპოვა.

"ქართველი პარასპორტსმენი, მირიან ოგნაძე ოთხი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და წოლჭიმში ახალი მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა (213 კგ). ამავე ტურნირზე ზაზა მარტიაშვილმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიორგი
მაისურაძე კი, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

ქართველი პარასპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იყოფებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში