სტუდ - არტის” ფარგლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს. პროექტს ხელოვნების მუზეუმი და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს. მისი მიზანი ხელოვნების სფეროში ჩართული სტუდენტების საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტუდენტების მიერ გადაღებული ორი ფილმის ჩვენება, შესრულდა მუსიკალური ნომრები, წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შესრულებული კერამიკული ნიმუშები.