ძალოსნობაში აჭარის ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

10 ოქტომბერი 2024, 10:40 428 ნახვა
 

ჩაქვში მდებარე ირაკლი თურმანიძის სახელობის ძალოსნობის კომპლექსში ჩატარებულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვებულ-პრიზიორები გაირკვა.

გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჭარის ნაკრებმა დააფიქსირა.

  • აჭარა - 740 ქულა;
  • თბილისი - 700 ქულა;
  • ზუგდიდი - 692 ქულა.

აჭარის ნაკრები ასევე საუკეთესო იყო მედლების რაოდენობითაც.

  • აჭარა - 8 ოქრო, 9 ვერცხლი, 7 ბრინჯაო;
  • თბილისი - 6 ოქრო, 5 ვერცხლი 4 ბრინჯაო;
  • ზუგდიდი - 3 ოქრო, 1 ვერცხლი 7 ბრინჯაო.

ჩაქვში სპორტული დარბაზი წელს გაიხსნა და საქართველოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი