დსთ-ს ქვეყნების შეკრება

08 ოქტომბერი 2024, 20:15 488 ნახვა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგრეთწოდებული დსთ-ის წევრი ქვეყნების  ლიდერები მოსკოვში სამიტზე შეიკრიბნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის სიტყვით გახსნისას ღონისძიების მთავარ თემებად ვაჭრობა და თანამშრომლობა დაასახელა.

პუტინმა მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

აზერბაიჯანი და სომხეთი გასული ერთი წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავდნენ მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში 30-წლიანი დე ფაქტო დამოუკიდებლობის შემდეგ აზერბაიჯანმა ყოფილი სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა. 

ყარაბაღის თითქმის მთელი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით ასი ათასამდე იყო, სომხეთში გაიქცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში