ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციები ჯერჯერობით შეზღუდულია იმის მიუხედავად, რომ ისრაელის ძალები ღაზის ომის პირველ წლისთავზე მზად იყვნენ სამხრეთ ლიბანში გაფართოებინათ სახმელეთო იერიშები-აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ვაშინგტონი მოელის, რომ ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას ისე დაუმიზნებს, რომ იგი შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი.
მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს, რათა არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც შეძლონ ქვეყნის დატოვება.