ისრაელი იმოქმედებს, ირანი მალე იგრძნობს შედეგებს - გაეროში ისრაელის ელჩი

02 ოქტომბერი 2024, 10:02 272 ნახვა

გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გაეროში ისრაელის ელჩმა  დაგმო ირანის "უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე".    

ელჩმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ირანის ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა  რეგიონში დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას ნიშნავს, თვეების განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის ინტენსიური მოლაპარაკებებისა და რეგულარული დაპირებების მიუხედავად, რომ ღაზის კონფლიქტის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტა გარდაუვალი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში