მექსიკაში სტიქიამ 22 ადამიანი იმსხვერპლა

29 სექტემბერი 2024, 14:36 230 ნახვა

მექსიკაში სამხრეთ-დასავლეთს ქარიშხალმა ჯონმა გადაუარა.  სტიქია ერთი კვირის განმავლობაში ანადგურებდა წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლს, რასაც მოჰყვა  გამანადგურებელი წყალდიდობები და მეწყერები.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 22 ადამიანი.
მექსიკის ყველაზე მეტად დაზარალებულ  და  ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ შტატში, გერეროში,  18 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბევრი ღვარცოფმა იმსხვერპლა, რომელმაც სახლები გაანადგურა.
სტიქიამ  სამი ადამიანი იმსხვერპლა ოახაკაში, ხოლო ერთი მიჩოაკანის შტატში. გერეროს შტატის გუბერნატორის თქმით,  მთავარ საკურორტო ქალაქ აკაპულკოში  სამაშველო ოპერაცია ნავებით, წყლის სკუტერებითა  და ვერტმფრენით ხორციელდება.  დატბორილი დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში