ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და დასავლეთს მიმართავს

29 სექტემბერი 2024, 11:54 207 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც  რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდებაში ადანაშაულებენ, უკრაინისთვის აშშ-ის 8 მილიარდი დოლარის  სამხედრო დახმარებას  "წარმოუდგენელი შეცდომა" და ბირთვული ზესახელმწიფოს რუსეთის წინააღმდეგ ცეცხლთან თამაში უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე  განაცხადა, რომ   კიევს თავიდაცვის მიზნით ახალ დახმარებას, მათ შორის უფრო შორი რადიუსის მოქმედების  იარაღს მიაწოდებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო იუნგმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის კონფლიქტს ამწვავებს და მთელი ევროპა ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ უკრაინა რუსეთს დასავლური იარაღით  დაარტყამს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი