ჰარისი-ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში

27 სექტემბერი 2024, 08:58 124 ნახვა

კამალა ჰარისი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს  შეხვდა. დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, წინადადებები, რომლებიც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილის დათმობას ითვალისწინებს, არის დანებების და არა მშვიდობის წინადადებები.

თავის მხრივ ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა და განაცხადა, რომ ეს გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს და ნულამდე შეამცირებს რუსეთის ტერორს.

„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია.  ვამაყობ, რომ უკრაინის გვერდით ვდგავარ და   გავაგრძელებ ამის კეთებას. ისტორიამ გვიჩვენა, თუ პუტინის მსგავს აგრესორებს დაუსჯელად მივცემთ უფლებას დაიპყრონ მიწები, ისინი აგრძელებენ ამის კეთებას'' - განაცხადა ჰარისმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი