აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი არ დაიწყოს - ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი ისრაელსა და ლიბანს შორის შეიარაღებულ შეტაკებებს.
მანამდე ჰეზბოლამ განაცხადა, რომ გააგრძელებს ისრაელთან ბრძოლას, ვიდრე ისრაელი ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ გააფორმებს.
ისრაელს სურს, რომ ჰეზბოლამ ცეცხლი შეწყვიტოს და სასაზღვრო რეგიონიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, დაიცვას გაეროს რეზოლუცია, რომელიც ისრაელთან 2006 წელს გაფორმდა.