ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მეხანძრე-მაშველია. ავსტრიის კანცლერის თქმით, წყალდიდობისგან მიყენებული ზიანის დაუყოვნებელი აღდგენის მიზნით, დაგეგმილია ათი მილიონი ევროს გადაუდებელი დახმარების პაკეტი შესაბამისი ობიექტებისა და კაშხლების განახლებისთვის.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას სტიქია უტევს. შტორმმა "ბორისმა" უკვე 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
7 ქვეყნის რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მაშველები და მეხანძრეები მოქალაქეების ევაკუაციას ახდენენ.
სტიქიამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უნგრეთს, გერმანიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ავსტრიასა და ჩეხეთს უდიდესი ზარალი მიაყენა.