პოლონეთში სტიქიის ზონიდან ევაკუაცია ვერტმფრენით მიმდინარეობს

17 სექტემბერი 2024, 09:05 284 ნახვა

წყალდიდობაა  პოლონეთში.  პოლიციის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონებიდან   17 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთს შორის სასაზღვრო რაიონებში გასულ შაბათ-კვირას მოსულმა უხვმა ნალექმა და მდინარეებში წყლის დონის მატებამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დანგრეულია ხიდები,  დაზიანებული და დატბორილია მანქანები და სახლები.

პოლონეთის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ის დაუკავშირდა სხვა დაზარალებული ქვეყნების ლიდერებს და  ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება მოითხოვა.

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი