ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად დანგრეული ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა

16 სექტემბერი 2024, 09:04 1040 ნახვა

ასობით პატიმარი გაიქცა  მაიდუგურის ციხიდან, რომელიც   ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.  ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად   დაზარალდა. 

ძლიერი წყალდიდობის შედეგად ციხის კედლები ჩამოინგრა, რამაც 281 პატიმარს გაქცევის საშუალება მისცა. ინფორმაციას ციხის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

ნიგერიის სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ჯერ მხოლოდ  7 გაქცეული პატიმარი დააკავეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი