ტურნირი ქვიშის ფრენბურთში „შავი ზღვის დედოფლები“

07 სექტემბერი 2024, 14:50 110 ნახვა

„შავი ზღვის დედოფლები“, - ბათუმში ქვიშის ფრენბურთში ტრადიციული ტურნირი ტარდება. ასპარეზობაში 33 წყვილი დარეგისტრირდა, ჩემპიონობისთვის მხოლოდ ის 18 წყვილი იბრძოლებს, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა შეძლეს.

შეჯიბრება 9 სექტემბერს დასრულდება. 11 სექტემბერს კი სტარტს აიღებს ტურნირი კაცთა შორის „ოქროს ბურთი“. ტურნირზე 37 წყვილი დარეგისტრირდა, ამათგან 10 საუკეთესო კი ახალ ტურნირზე, -  „კორტის მეფეებზე“ იასპარეზებს, რომელიც ბათუმში მეოთხედ ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი