გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი

04 სექტემბერი 2024, 21:15 651 ნახვა

გიორგი მამარდაშვილი France Football-მა 2024 წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტებში შეიყვანა.

ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე ნომინანტებში გიორგის გარდა, წარდგენილენი არიან: 

იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია), უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი), რონუენ უილიამსი (სუნდონსი, სამხრეთ აფრიკა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი), ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა), გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), დიოგო კოშტა (პორტუ, პორტუგალია).

France Football-ი 2024 წლის საუკეთესო მეკარეს 28 ოქტომბერს დაასახელებს, როდესაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და ოქროს ბურთის გამარჯვებულიც გამოვლინდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი