ანა ჯაფარიძე პარაოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

29 აგვისტო 2024, 18:05 572 ნახვა

პარიზის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ანამ ტურნირის მთავარი ფავორიტი, ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, თურქი მერიენ ბელეთ საგდარი 7:6 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ანამ ამერიკელ სპორტსმენს 22:2 მოუგო. ფინალური ბლოკი 19 საათისთვის დაიწყება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში