ბათუმელი სამბისტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

27 აგვისტო 2024, 15:17 208 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს აჭარის სამბისტთა ნაკრების წევრებმა ფოთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტუღუშის ტურნირში.  შეჯიბრების ჩემპიონები ლუკა დავითაძე და მარიამ ჭიჭვეიშვილი გახდნენ, ანდრია გენძეხაძე კი მესამე ადგილზე გავიდა. ამ ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს სამბისტთა ნაკრები, რომელიც ოქტომბერში, კვიპროსში   მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

აჭარიდან მსოფლიოს ოქროსთვის სამი სპორტსმენი იბრძოლებს. ვაჟთა შორის ოქროს მედლისთვის ვახტანგ ზოიძის შეგირდი ლუკა დავითაძე იჭიდავებს, გოგონათა შორის კი კვიპროსში ნანი კირკიტაძის აღზრდილები, - მარიამ ჭიჭვეიშვილი და ნინი დარჩია გაემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

ამ ეტაპზე აჭარის სამბისტთა ნაკრების წევრები ბათუმში ემზადებიან, მალე კი საწვრთნელ შეკრებას საქართველოს ნაკრებთან ერთად გაივლიან. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში კვიპროსში 11-13 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში