ჯეიკ სალივანი პეკინში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

27 აგვისტო 2024, 15:16 103 ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ჯო ბაიდენს 5 ნოემბრის არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს.

დღის წესრიგში ასევე დგას ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. „როიტერის“ ცნობით, სალივანთან მოლაპარაკებების დროს პეკინი აპირებს, უკმაყოფილება გამოხატოს სამრეწველო პროდუქტებზე ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებზე. 

ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ღაზის ომთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში