ძლიერი ხანძარია ლონდონში - ცეცხლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა. ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. შენობიდან დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            