კანოეისტმა ზაზა ნადირაძემ მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატების მორიგი ჯილდო შემატა. ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ზაზა ნადირაძემ სამარყანდში გამართულ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 200 მეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა, რომელიც იმავდროულად საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც არის, ფინალურ რბოლისას ფინიშის ხაზი 39 წამში გადაკვეთა. პირველი და მეორე ადგილები პოლონეთისა და ესპანეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.