ტაილანდის ჩრდილოეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 12 ათასზე მეტი ოჯახი დაზარალდა. უხვი ნალექი ტროპიკულ ციკლონს მოჰყვა. სტიქიამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონის 7 პროვინცია მოიცვა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები. დაზიანებული და განადგურებულია ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ტაილანდის პრემიერ მინისტრმა შესაბამის სახელისუფლებო უწყებებს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება და სიტუაციის გაკონტროლება დაავალა.