ბათუმში ქართული ჭიდაობის დარბაზი აშენდება

22 აგვისტო 2024, 11:46 373 ნახვა

პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს'' რამდენიმე წელია რაც ჩვენს ქალაქში ხორციელდება. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის მიხედვით კი წელს ბათუმში ქართული ჭიდაობის დარბაზი აშენდება.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 413 ათას ლარს შეადგენს, უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება. დარბაზი ნახევრად ღია ტიპის იქნება, რომელიც 400-მდე მაყურებელს ითვალისწინებს და რაც მთავარია, ჭიდაობა ტრადიციულად, ნახერხზე გაიმართება. ახალი საჭიდაო არენა ანგისის სტადიონის მიმდებარედ, კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი