პუტინი ჩეჩნეთში იმყოფებოდა

21 აგვისტო 2024, 12:34 241 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი გროზნოში. პუტინს აეროპორტში ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პუტინი კადიროვთან ერთად რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უმაღლეს სასწავლებელს ეწვია და დაწესებულების ობიექტები და აღჭურვილობა დაათვალიერა, რომელშიც სხვადასხვა ჯავშანტექნიკა იყო წარმოდგენილი.

მანამდე რუსეთის ლიდერი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში იმყოფებოდა. ის ვლადიკავკაზში ქალაქ ბესლანიდან ჩავიდა, სადაც 2004 წლის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში