იაპონიაში საჰაერო მიმოსვლა მაკრატლის გამო შეფერხდა

20 აგვისტო 2024, 14:05 328 ნახვა

იაპონიაში  აეროპორტის მაღაზიაში დაკარგული მაკრატლის გამო 36 ფრენა გაუქმდა და 201 გადაიდო. აეროპორტის თანამშრომლებმა ივარაუდეს, რომ ეს შემთხვევა შეიძლება ტერორიზმთან ან თვითმფრინავის გატაცებასთან ყოფილიყო კავშირში.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრატელი ვერ იპოვეს, ფრენები განახლდა, მგზავრებს კი უსაფრთხოების შემოწმების გავლა ხელახლა მოუწიათ, რის გამოც აეროპორტში  უზარმაზარი შეფერხებები და რიგები იყო. აეროპორტის წარმომადგენლებმა დაკარგული მაკრატელი იმავე მაღაზიაში მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს.

20 აგვისტომდე, უცნობი იყო, თუ რის გამო შეფერხდა აეროპორტის მუშაობა. აეროპორტის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ განცხადება არ გაავრცელეს, სანამ არ დაადასტურეს, რომ ნაპოვნი მაკრატელი სწორედ ის იყო, რომელიც დაკარგეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში