ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტთა ჯგუფმა უსაფრთხოების ჯებირი გაარღვია იმ შენობასთან, სადაც დემოკრატების ყრილობა იმართება.
აქციის მონაწილეები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერას აპროტესტებენ და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ.