პუტინის „წითელი ხაზები“ ბლეფი აღმოჩნდა-ზელენსკი

20 აგვისტო 2024, 12:26 328 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის კურსკის რეგიონზე მისი ქვეყნის თავდასხმამ აჩვენა, რომ კრემლის შურისძიების მუქარა ბლეფი იყო. ზელენსკიმ კიევის მოკავშირეებს მოუწოდა გააუქმონ  შეზღუდვები პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით. უკრაინა მოულოდნელი დაესხა თავს რუსეთის კურსკის რეგიონს 6 აგვისტოს, რაც ყველაზე დიდი შეჭრაა რუსეთის ტერიტორიაზე  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

ოპერაცია კიევის თქმით, მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას და რუსეთის ომის მანქანის შესუსტებას. ზელენსკის განცხადებით, მოკავშირეები, რომლებმაც კიევს შორი მოქმედების იარაღი მიაწოდეს, კიევს უთხრეს, რომ მას არ შეეძლო მისი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება, პუტინის „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შიშით.ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს უფრო გაბედულები იყვნენ გადაწყვეტილებებში, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი