რუსეთის კურსკის ოლქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

19 აგვისტო 2024, 20:41 367 ნახვა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ კურსკის რეგიონიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის კადრები გაავრცელა. ისინი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ. სამინისტროს თანახმად, ევაკუირებულები  გადაიყვანეს სარატოვის, სამარისა და ტამბოვის ოლქებში, მათგან ბევრი  მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

რუსეთის 24 ოლქში 174 დროებითი განსახლების ცენტრი გაიხსნა, სადაც 10 ათასზე მეტი ევაკუირებულია განთავსებული, მათ შორის სამი ათასი ბავშვია. რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლებამ ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა უკრაინის სასაზღვრო რაიონებიდან მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა თითქმის ორი კვირის წინ რუსეთის რეგიონში შეჭრა დაიწყეს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემდეგ 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.უკრაინა აცხადებს, რომ 6 აგვისტოს შემდეგ კურსკში 80-ზე მეტი დასახლება  ათას 150 კვადრატული კილომეტრი  ტერიტორია დაიკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში