გიორგი მარგველაშვილმა დღეს კომენტარი გამგებლების არჩევის წესთან დაკავშირებით გააკეთა. პრეზიდენტისთვის ერთადერთი მისაღები ფორმა პირდაპირი არჩევის წესია. ასე მოხდა 3 წლის წინაც, როდესაც საქართველოს თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება გამგებელი აერჩია. თუმცა როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ნაბიჯად შეფასებული საკითხის გადახედვა შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს.