იმედი გვაქვს, ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - პრემიერი

21 ოქტომბერი 2025, 14:58 122 ნახვა

მინდა, ევროკავშირის წევრ ყველა შესაბამის ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად, რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ვერ იქნა მიღებული.

„იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ, ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ევროკავშირის პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება თუ მოხერხდება, ეს იქნება ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე