ეუთოს მინისტერიალი

04 დეკემბერი 2025, 17:36 78 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა.

მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი.

მინისტერიალზე საქართველოს შესახებ ისაუბრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში