განცხადებები ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით

04 დეკემბერი 2025, 14:45 72 ნახვა

„ძლიერი საქართველო - ლელო“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განცხადებით პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელოს“ წევრი და ასევე, პარტია „მოქალაქეები“, რომელსაც ელისაშვილი წარმოადგენს,  არ არის „ალდეს“ წევრი პარტია.

გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში