„მეგობარი აქტის“ უარყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, ეს მეგობარი აქტის დაბლოკვას არ ნიშნავს, რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, აქტის განხილვის პროცესი შედარებით გაჭიანურდება.
„მეგობარ აქტს“ მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნება“ და ფიქრობს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერის გადაწყვეტილება, უმრავლესობის სხვა წევრებთან იყო შეთანხმებული. გუშინ მეგობარი აქტის შესახებ ამერიკულმა მედიამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
გამოცემა „ზე ჰილის“ ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ მეორედ უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თხოვნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემცველი კანონპროექტი წინ წაეწია.
