„ქრონიკული მოღალატე“ - ასე აფასებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიამ ეს გადაწყვეტილება გარე ძალების დავალებით მიიღო.
„გახარია - საქართველოსთვის“ წევრები ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ჯერ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ ისაუბრონ ღალატზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე