BBC-ის სტატია

01 დეკემბერი 2025, 14:19 71 ნახვა

საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს - სტატიას ბიბისი აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა  „კამიტი“ უწოდეს“ და რომელიც  საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა.  მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო.

ბი-ბი-სი წერს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლიციის ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ქიმიკატები კონტროლისთვის, თუ ისინი პროპორციულად ითვლება და მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვთ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია არეულობის კონტროლის უფრო უსაფრთხო და ტრადიციული საშუალებები, მოძველებული და უფრო ძლიერი აგენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ქიმიური იარაღი.   

„დასკვნები შემაშფოთებელია“, - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ალის ედვარდსმა, რომელმაც ადრე მისწერა საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ.

ბი-ბი-სი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოცემის დასკვნებს ღრმად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში  დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე რეაგირებისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში