გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ისრაელში

01 დეკემბერი 2025, 10:16 77 ნახვა

ისრაელში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით: სოფლის მეურნეობის ვაჭრობის გაფართოება, სურსათის უსაფრთხოება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვის ხელშეწყობა, თანამედროვე ბაღების გაშენება, გამოცდილების გაზიარება ჭკვიანი ფერმერული მეურნეობების მართვის სისტემების თვალსაზრისით და გაციფრულების მიმართულებით. 

ასევე შეთანხმება ითვალსიიწნებს თანამშრომლობა ვეტერინარულ სფეროში, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგის მიმართულებით, მათ შორის ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას და  ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში