კახა კალაძე ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა

50 წუთის წინ 60 ნახვა

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით საქართველომ კარგად იცის მშვიდობის ფასი.ევროპის ქალაქების ურბანული განვითარების შესახებ გამართულ კონფერენციაზე კახა კალაძემ, თბილისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსა და საქართველოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზეც ისაუბრა.

საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვენისა და ბრატისლავის მერიის წარმომადგენლები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში