საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის პრემიერ მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
ასევე, იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე შეხვდა ქვეყნის მთავარი კანონმდებელი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე