BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟი - პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გამოხმაურება

02 დეკემბერი 2025, 15:08 89 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ბიბისის საგამოძიებო ფილმის ირგვლივ დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმ კლინიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი მუშაობს და არსებული ინფორმაციით მას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის დოკუმენტაცია გადასცეს, თუმცა ცნობილია, რომ ის არ ჩაიბარა და ექიმი მზად არის კითხვებს მაგისტრანტ მოსამართლესთან გასცეს პასუხი.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ბიბისის საგამოძიებო ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტია.

ცნობილი ხდება, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია ექიმის ძმაც დავით ჩახუნაშვილი. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიბისისთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მან საერთაშორისო მედია სიყალბის და ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 
სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში