გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ისრაელში 

02 დეკემბერი 2025, 10:59 52 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა ისრაელის ქნესეთში შეხვედრები გამართა. ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანა დავით სონღულაშვილმა საქართველოში  ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

მინისტრი ისრაელის ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფისა და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დავით სონღულაშვილმა და იერუსალიმის პატრიარქმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი